კარგია, რომ ნულოვანი პროპორციული ჩავარდა, თემა დახურულია – წულუკიანი

„კარგია, რომ ნულოვანი პროპორციული ჩავარდა, თემა დახურულია და მოემზადონ არჩევნებისთვის“, – ასე უპასუხა ბიბლიოთეკის შენობაში მყოფმა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, შეხვედრის დასრულების შემდეგ აქციის მონაწილეების მოთხოვნასთან დაკავშირებით კომენტარს გააკეთებს.

შეგახსენებთ, რომ საჯარო ბიბლიოთეკაში ღონისძიება მიმდინარეობს, რომელსაც თეა წულუკიანი ესწრება.

შენობის წინ კი აქტივისტები და პოლიტიკური ლიდერები იმყოფებიან. აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა.

banner
წინა სტატიაშიადამიანებმა გადაწყვიტეს, იყვნენ რადიკალურები და ხეპრეები – გია ვოლსკი
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია : მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს პროექტები მივიყვანოთ ბოლომდე და ჩვენს მოქალაქეებს შევთავაზოთ ახალი, დამატებითი სამუშაო ადგილები