ადამიანები ვინც ”ნაციონალების” დროს მეხუთე, მეექვსე ეშელონს შეადგენდენენ, დღეს ”ოცნების” სახელით მე მიყენებენ პრეტენზიებს”

”ქართული ოცნების ” დეპუტატების მხრიდან გაკეთებულ კრიტიკულ განცხადბებზე პრეზიდნეტმა კომენტარი მაესტროში მიცემულ ინტერვიუში გააეკტა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით:

”ოთხი წელიწადი ”ქართული ოცნება” და ”ნაციონალური მოძრაობა” ერთმანეთთან იყო დაპირისპირებული. ახლა რაღაც ახალი უნდათ, რადგან ეს მოწყინდა საზოგადოებას. მე ამ ყველაფერში არ ჩავერთვები. ძალიან იოლად ვახერხებ, რომ ამ შეურაცხყოფებს შევხედო პროფესიული თვალსაზრისით, მივხვდე რომ ეს არის მცდელობა, რათა სიტყვა გამექცეს. ჩვენი ქვეყნისთვის სხვა თემები უფრო მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია, რომ უფრო სტაბილური უსაფრთხოების სისტემები ავაგოთ, ეკონომიკურ საკითხებს მივხედოთ და არა ის, თუ მე რას ვუპასუხებ მათ. ის ადამიანები ვინც ”ნაციონალური მოძრაობის” დროს მეხუთე, მეექვსე ეშელონს შეადგენდენენ, დღეს ”ქართული ოცნების” სახელით მე მიყენებენ პრეტენზიებს”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშინარმანია საკრებულოში ანგარიშით 11 აპრილს წარდგება
შემდეგი სტატიააუდიტორია 115-ის წევრი დღეს დაკითხვაზეა დაბარებული