აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურაზე პრეზიდენტი კონსულტაციებს იწყებს

საქართველოს პრეზიდენტი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურებთან დაკავშირებით კონსულტაციებს უმაღლესი საბჭოს პოლიტიკურ სუბიექტებთან იწყებს. საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად გიორგი მარგველაშვილს ორკვირიანი ვადა აქვს, მანამდე კი მთავრობის მოვალეობას ძველი შემადგენლობა შეასრულებს.
ზურაბ პატარაძის შემცვლელად უკვე სახელდება კონკრეტული გვარიც. საუბარია საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორზე. თავად თორნიკე რიჟვაძე ამ ინფორმაციას არ ადასტურებს და აცხადებს,რომ მასთან კონსულტაციები ჯერ არ გამართულა. თორნიკე რიჟვაძე 2017 წელს ენერგეტიკის სამინისტროში კახა კალაძის მოადგილე იყო

banner
წინა სტატიაშისაგამოძიებო კომისია დღეს არასრულწლოვნებს გამოკითხავს
შემდეგი სტატია“ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე პარკი უნდა მოეწყოს” – თბილისის გენგეგმა