“ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე პარკი უნდა მოეწყოს” – თბილისის გენგეგმა

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, ელიავას ბაზრობა და მიმდებარე ტერიტორია საქალაქო მნიშვნელობის პარკის მოწყობის პოტენციურ არეალად განიხილაება. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ელიავას ბაზრობა და მიმდებარე განვითარებები საფრთხეს უქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობას და იწვევს არსებული საცხოვრებელი და ბუნებრივი გარემოს დეგრადირებას.
„ამ ტერიტორიაზე არსებული ობიექტები მოცემულ სექტორზე ქალაქის საგზაო ქსელის მნიშვნელოვანი და არამიზანშეწონილი გადატვირთვის მიზეზი ხდება. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის კონცეფციით აღიარებული განვითარებითი მიმართულებების თანხმად, აუცილებელია მოცემული ტერიტორიის ეკოლოგიური და სარეკრეაციო პოტენციალის გააზრება და არეალზე შესაბამისი საქალაქო განვითარებების დაგეგმვა. განლაგების გათვალისწინებით ტერიტორია მოიაზრება საქალაქო მნიშვნელობის პარკის მოწყობის პოტენციურ არეალად. საპროექტო მასალის შემუშავების გადაუდებლობა გამოწვეულია ტერიტორიის მიმდინარე დაბინძურებასთან დაკავშირებული საფრთხეებითა და მაღალი სამშენებლო ინტერესით“, – ნათქვამია გენერალურ გეგმაში, რომელიც მერიამ თბილისის საკრებულოს გუშინ გადაუგზავნა.

banner
წინა სტატიაშიაჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურაზე პრეზიდენტი კონსულტაციებს იწყებს
შემდეგი სტატიასანამ მთავარი პროკურორის წარმდგენად დარჩება მოქმედი იუსტიციის მინისტრი, ამ პროცესს ვერ ექნება ნდობა – ნაცვლიშვილი