აბსოლუტურად გამოვრიცხავ „რუსთავი 2“-ის საქმეზე პოლიტიკურ ჩარევას, ვხედავ მხოლოდ სამართლებრივ განზომილებას – იზორია

„რუსთავი 2“-ის საქმეზე მე ვხედავ მხოლოდ სამართლებრივ ნიშნებს, ვხედავ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც ყველა მხარისთვის არის სავალდებულო და უნდა აღსრულდეს, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ განაცხადა „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის კითხვაზე, ხედავს თუ არა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებულ პროცესებში პოლიტიკური ჩარევის ნიშნებს. როგორც იზორიამ აღნიშნა, მსგავს ფაქტს გამორიცხავს.

„ასევე, ვხედავ იმის აუცილებლობას და ამაში ყველა ვთანხმდებით, რომ მედიაპლურალიზმი არის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედი და აქედან გამომდინარე, ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკაა, ამ გარემოს ყველანაირი პირობები შეექმნას საქართველოში“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საკითხში პოლიტიკური ჩარევის კომპონენტი გამორიცხულია.

„მე აბსოლუტურად გამოვრიცხავ პოლიტიკური ჩარევის კომპონენტს და ვხედავ მხოლოდ სამართლებრივ განზომილებას, მით უფრო, როდესაც გვაქვს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტი“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ.

banner
წინა სტატიაშიდავით დვალი ირაკლი ოქრუაშვილის ჩვენებას ასაჯაროებს
შემდეგი სტატია“სარედაქციო დამოუკიდებლობა არ ნიშნავს ვინმეს ახირებების და კაპრიზების შესრულებას”- ხალვაში “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს