აბაშის მერიამ 2013-2020 წლებში განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიამ 2013-2020 წლებში განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, სადაც ბოლო 7 წლის განმავლობაში განხორცილებულ, მიმდინარე და დაგეგმილ მასშტაბურ პროექტებზეა საუბარი.

ინფრასტრუქტურა – დაიგო 114 კმ გზა; აშენდა ერთი ხიდი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 100-მდე ხიდ-ბოგირს; 5 ობიექტზე განხორციელდა ნაპირსამაგრი სამუშაოები; ქალაქ აბაშაში განხორციელდა წყალმომარაგების პროექტი, მიმდინარეობს ახალი წყალსადენი მაგისტრალის მშენებლობა; შენდება გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ახალი ოფისი; რეაბილიტაცია ჩაუტარდა 18 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადს; რეაბილიტაცია ჩაუტარდა სპორტულ მოედნებს; ქ. აბაშაში და 35 სოფელში მოეწყო გარე განათება; აშენდა 122 776 გრძივი მეტრი გაზსადენი; 2 947 აბონენტს საშუალება მიეცა ისარგებლოს ბუნებრივი გაზით. გაიხსნა აბაშის საზოგადოებრივი ცენტრი.

სოფლის მეურნეობა – სახელმწიფოს მხარდაჭერით აბაშაში გაფართოვდა 11 აგროსაწარმო; პროექტით – „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ისარგებლა 356-მა პირმა; სახელმწიფოს მხარდაჭერით 109 ჰა-ზე გაშენდა ხეხილის ბაღები; ფუნქციონირებს 8 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი; აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში 540 000 ლარამდე ღირებულების მოსავალი დააზღვია 386-მა პირმა; დასრულდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო 11 პროექტი; „სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომისა და მოქნილობის (AMMAR)“ თანადაფინანსების პროგრამით ისარგებლა 6-მა პირმა; პროექტის – „მობილური ექსტენციის“ ფარგლებში ჩატარდა 19 ტრენინგი, კონსულტაცია გაეწია 950-მდე ფერმერს; აშენდა, კეთილმოეწყო და ტექნიკურად გაძლიერდა სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული სამმართველოს ოფისი. აზიური ფაროსანის წინააღმდეგ აბაშის მუნიციპალიტეტში დამუშავდა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები, რამაც მინიმუმამდე შეამცირა ფაროსანის ზეგავლენა მოსავლიანობაზე და რისი მეშვეობითაც მიმდინარე წელს თხილის უხვი და ხარისხიანი მოსავალი მოვიდა.

პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში: – მიკრო- და მცირე მეწარმეობის მიმართულებით: მხარი დაეჭირა 40 პროექტს; ბენეფიციარი – 56 მოქალაქე; ინვესტიცია – 343 ათას ლარზე მეტი.

დევნილთა მხარდაჭერა – აბაშის მუნიციპალიტეტში სახელმწიფომ 80 დევნილი ოჯახისათვის შეისყიდა სახლი სოფლად საკარმიდამო მიწის ნაკვეთით.

ჯანდაცვა – 2019 წელს აბაშის სასწრაფო დახმარების სამსახურს გადაეცა ახალი ადმინისტრაციული შენობა; ეტაპობრივად განახლდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი; აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სუჯუნში, კეთილარში, ონტოფოში, გეზათში, ტყვირში, ნაესაკოვოში, ნორიოში, სამიქაოში,ზანათში, მარანსა და ეწერში აშენდა და რეაბილიტირდა საექიმო ამბულატორიები; ყველა მოქალაქისთვის სამედიცინო მომსახურების მიღების შესაძლებლობის შესაქმნელად, ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა. ასევე, შესაძლებელი გახდა C ჰეპატიტით დაავადებული ყველა მოქალაქის უფასო მკურნალობა; გაიზარდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომელთა, სოფლის ექიმებისა და ექთნების ანაზღაურება.

განათლება – უფასო ტრანსპორტით უზრუნველყოფილია 23 სკოლის 2000-მდე მოსწავლე; სკოლის მოსწავლეებს ურიგდებათ უფასო სახელმძღვანელოები; განხორციელდა საჯარო სკოლების ნაწილობრივი რეაბილიტაციის 45 პროექტი; სოფელ მაცხოვრისკარში შენდება ახალი საჯარო სკოლა; შენდა 7 და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 13 საბავშვო ბაღს; განხორციელდა საჯარო სკოლების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, სასკოლო ავეჯით, სპორტული ინვენტარითა და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღჭურვის 41 პროექტი; შშმ პირთა საჭიროებებზე ადაპტირებულია მუნიციპალიტეტის 18 საჯარო სკოლა.

კულტურა, ტურიზმი და ისტორიული ობიექტები – 2020-2021 წლებში ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით განხორციელდება კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმის სრული რეაბილიტაცია; სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ქ. აბაშაში ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკს; აშენდა მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი;2020-2021 წლებში აბაშის მუნიციპალიტეტის შემოსასვლელში აშენდება ტურისტული საინფორმაციო ცენტრი.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გამსახურდია გაერთიანებული ოპოზიციის მიერ სიის პირველ ნომრად ბუბა კიკაბიძის დასახელებაზე – მშვიდობიანი მიტინგების დამრბევი, პუტჩისტი ბუბა ჩასვეს პირველ ნომრად
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს