გიორგი გამსახურდია გაერთიანებული ოპოზიციის მიერ სიის პირველ ნომრად ბუბა კიკაბიძის დასახელებაზე – მშვიდობიანი მიტინგების დამრბევი, პუტჩისტი ბუბა ჩასვეს პირველ ნომრად

კრიმინალი, პუტჩისტი რურუას გაღმერთების ფუჭი მცდელობის დროს, მავანთ ვუთხარი, ბარემ კიტოვანიც მოიყვანეთთქო. ნუ მთლად თენგიზა ვერა მარა, მშვიდობიანი მიტინგების დამრბევი,პუტჩისტი ბუბა ჩასვეს პირველ ნომრად, – ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი გიორგი გამსახურდია, სოციალურ ქსელ “ტვიტერში“, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ სიის პირველ ნომრად ბუბა კიკაბიძის დასახელებასთან დაკავშირებით წერს.

„კრიმინალი, პუტჩისტი რურუას გაღმერთების ფუჭი მცდელობის დროს, მავანთ ვუთხარი, ბარემ კიტოვანიც მოიყვანეთთქო. ნუ მთლად თენგიზა ვერა მარა, მშვიდობიანი მიტინგების დამრბევი, პუტჩისტი ბუბა ჩასვეს პირველ ნომრად. ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ, დანარჩენი კი ვნახოთ“, – აღნიშნავს გიორგი გამსახურდია.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 295 პაციენტი გამოჯამრთელდა
შემდეგი სტატიააბაშის მერიამ 2013-2020 წლებში განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა