სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს არჩევნებთან დაკავშირებით შეშფოთება არ გამოუთქვამს

საქართველოს არჩეული პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს შეშფოთება არ გამოუთქვამს.

„შეშფოთება არ გამოუთქვამს“, – ასე უპასუხა ზურაბიშვილმა ჟურნალისტების შესაბამის კითხვას.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ბრიუსელში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების მინისტერიალის ფარგლებში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სახელწმიფო დეპარტამენტი შეშფოთებულია მრავალრიცხოვანი დარღვევებით, რომელიც არჩევნებისას იყო, თუმცა ახლა ყურადღებით აკვირდებიან თუ როგორ იქნება იმპლემენტირებული ახალი კონსტიტუცია.

„აშშ მკაფიოდ უჭერს მხარს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დეკლარაციას, რომელიც ადასტურებს საქართველოს ნატო-ში მომავალს. საქართველომ უზარმაზარი ნაბიჯი გადადგა რეფორმების განხორციელებაში, განსაკუთრებით თავდაცვის სფეროში. საქართველოს წვლილი საერთაშორისო რეფორმებში უზარმაზარია. ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებმა შეუფერხებლად ჩაიარა. შეშფოთებულნი ვართ მრავალრიცხოვანი დარღვევებით, რომელიც არჩევნებისას ვიხილეთ, თუმცა ახლა ყურადღებით ვაკვირდებით თუ როგორ იქნება იმპლემენტირებული ახალი კონსტიტუცია და ვფიქრობ, მომავალი წლის დასაწყისი საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ტესტი იქნება“, – განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

banner
წინა სტატიაშიახალი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, სავარაუდოდ, დიმიტრი გაბუნია იქნება
შემდეგი სტატიახელისუფლება მუშაობს ყველა იმ რეკომენდაციაზე, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო დამკვირვებლებს ჰქონდათ