ახალი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, სავარაუდოდ, დიმიტრი გაბუნია იქნება

საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გუნდის კიდევ ერთი წევრი ადვოკატი დიმიტრი გაბუნია იქნება.

გაბუნიას სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე მოიაზრებს.

დიმიტრი გაბუნია სალომე ზურაბიშვილის ღია მხარდამჭერი იყო და მას დახმარებას საარჩევნო შტაბშიც უწევდა.

როგორც ცნობილია, „ინტერპრესნიუსმა“ რამდენიმე დღის წინ ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილის შტაბიდან არჩეული პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადაინაცვლებდნენ ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ლაშა ჟვანია და შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი კახა სამხარაძე.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ სამ კილოგრამზე მეტი „კოკაინის“ და ნახევარ კილოგრამამდე „ჰეროინის“ საქართველოში შემოტანის ფაქტები აღკვეთა
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს არჩევნებთან დაკავშირებით შეშფოთება არ გამოუთქვამს