73 წელი ფაშიზმზე გამარჯვებიდან – კახა კალაძემ ომის ვეტერანებს მიულოცა

73 წელი ფაშიზმზე გამარჯვებიდან – 9 მაისის აღნიშვნა ტრადიციულად თბილისში, ვაკის პარკიდან დაიწყება, ადგილზე მისვლას ვეტერანებთან შესახვედრად მთავრობის წევრებიც გეგმავენ. ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების ნაწილი უკვე იმყოფებოდნენ უცნობი ჯარისკაცის საფლავთან.

ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს დედაქალაქის მერმა მიულოცა.

„მინდა მივულოცო ჩვენს ომის ვეტერანებს. ამ ადამიანების თავგანწირვით კაცობრიობამ ფაშიზმი დაამარცხა. საქართველომ მართლაც დიდი წვლილი შეიტანა ამ გამარჯვებაში და ცხრა მაისი შეიძლება ითქვას იქცა გამარჯვების დღედ. თბილისის მერია როგორც ყოველ წელს ხდება აგრძელებს დახმარებას ომის ვეტერანებზე მარჩენალდაკარგულებზე და წელსაც მოხდა ანალოგიური,“- განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაში73 წელი ფაშიზმზე გამარჯვებიდან – ვეტერანები ვაკის პარკში იკრიბებიან
შემდეგი სტატია“ყველა დამნაშავე იქნება დასჯილი ვინც არ უნდა იყოს, ეს იქნება პოლიციელის ძმა, ბიძაშვილი თუ ვინმეს ბიცოლა”