,,რატომ არის ოსკარის ფავორიტი ედი რედმეინი და ,,დანიელი გოგონა”?!

ედი რედმეინმა ,,დანიელი გოგონა-ს” სცენარი პირველად მაშინ მიიღო, როდესაც მუშაობდა მიუზიკლზე ,,საბრალონი“. მსახიობი განასახიერებდა მომხიბვლელი ვოკალის მქონე მარიუს პონტმერსს, ამანდა სეიფრიდის გმირის სასიყვარულო ობიექტს. ,,დანიელი გოგონა” რთული პროექტია, რომელიც დღის სინათლეზე გამოსვლას წლების განმავლობაში ელოდა. მას აღწერდნენ შემდეგი სიტყვებით – კომერციული საწამლავი! დღეისათვის კი ასეთ თემაზე ხმამაღლა საუბარი არა თუ შესაძლებელი, არამედ აუცილებელიც კია. თუმცა, მთავარი კითხვა ჩნდება მაშინ, როდესაც გვახსენდება, რომ ,,დანიელი გოგონა” ოსკარის ნომინაციაზეა წარდგენილი. დაეხმარება თუ არა ფილმის შინაარსი და მნიშვნელობა რედმეინს გამარჯვების მოპოვებაში?
DANIELI GOGONA

წარმოგიდგენთ რამდენიმე ფაქტს, რომლებიც შესაძლოა რედმეინს დაეხმაროს იმაში, რომ მან ამ წელსაც წაიღოს სახლში ოქროს ქანდაკება.

1) რეჟისორი ოსკაროსანი ტომ ჰუპერია – გახსოვთ 2010 წელს გამოსული ფილმი ,,მეფის სიტყვა?”. ისიც ტომის შემოქმედების ნაწილია, რომელმაც ,,წლის საუკეთესო ფილმის” ტიტული მოიპოვა. რეჟისორმა მშვენივრად იცის, თუ რა უნდა ჰქონდეს ფილმს იმისათვის, რომ ,,ოსკარის” ჯილდოს დაეუფლოს.
2),,ოსკარს” უყვარს ბიოგრაფიული ფილმები – სწორედ ბიოგრაფიული ფილმის დამსახურებით მოიპოვა რედმეინმა პირველი ,,ოსკარი”. ის სიტყვა, რომელიც მან ცერემონიაზე წარმოთქვა, ნამდვილად ემოციურია.

3) ,,ოსკარს” ასევე უყვარს ბრიტანელი მსახიობებიც, – წინა წელს, რედმეინთან ერთად ნომინაციაში ,,საუკეთესო მსახიობი მამაკაცი” წარდგენილი იყო ბენედიქტ კამბერბეტჩი. 2013 წელს – ქრისტიან ბეილი და ჩივეტელ ეჯიოფორი. 2010 წელს კი კოლინ ფერტი. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ბრიტანელი მსახიობია.
4) ,,დანიელი გოგონა” მნიშვნელოვანი ფილმია – ის მოგვითხრობს კაცის შესახებ, რომელმაც პირველად ჩაიტარა სქესის შეცვლის ოპერაცია და საზოგადოებასთან გარკვეული კომუნიკაცია დაამყარა, როგორც ქალმა.
5) ოსკარს უყვარს ,,განმეორებადი” მსახიობები – რედმეინი პირველი მსახიობი იქნება, რომელიც უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ზედიზედ, ერთმანეთის მიყოლებით მოიპოვებს ჯილდოს. უკანასკნელი მსახიობი, რომელმაც ეს შეძლო იყო ტომ ჰენკსი. ჯილდო მან მოიპოვა 1993 და 1994 წლებში.

მანამ, სანამ ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორი კარგი იქნება რედმეინის გამარჯვება, გვავიწყდება ის დიდი სახელები, რომლებიც მას კონკურენციას უწევენ. ესენი არიან: ლეონარდო დიკაპრიო, მაიკლ ფასბინდერი და მეთ დეიმონი. შესაძლოა საინტერესო იყოს ოსკაროსანი ედის ხილვა, თუმცა არანაკლებ საინტერესოა სცენაზე, ოქროს ქანდაკებით ხელში მდგომი ლეონარდო, რომლისთვისაც ეს პირველი მოპოვებული ჯილდო იქნება.
მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ მოყვანილი ფაქტები ცალ-ცალკე განხილვისას შესაძლოა აბსურდულად ჟღერდეს, მთლიანობაში ისინი ლოგიკურ ძაფს ქმნიან, რადგან სწორედ ზემოთ მოცემული კრიტერიუმების მიხედვით ირჩევენ გამარჯვებულს. ასე რომ, ედის შანსები წლევანდელ დაჯილდოებაზე საკმაოდ მაღალია.

წყარო: http://allmovies.ge/ratom-aris-oskaris-favoriti-edi-redmeini-da-danieli-gogona/

banner
წინა სტატიაში“პრეზიდენტმა “გაატარა”, თუმცა გატარებაშიც მგონია, თავისი პასუხი იყო ნათქვამი
შემდეგი სტატიაჭორები უარყოფილია! დიკაპრიო პუტინის როლს არ შეასრულებს!