ლავას ოღლის ადვოკატი – “პროკურატურას მოუწევს, რომ თავი ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდოს”

news
ავტ.: news იანვარი 31, 2016 15:42

ლავას ოღლის ადვოკატი – “პროკურატურას მოუწევს, რომ თავი ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდოს”

მნიშვნელოვანი

  • რამდენიმე წუთში ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კანონიერი ქურდობის ბრალდებით დაკავებული მინდია გორაძისთვის აღმკვეთი ღონისძიების საკითხი უნდა გადაწყვიტოს.

სხვა სტატიები

რამდენიმე წუთში ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კანონიერი ქურდობის ბრალდებით დაკავებული მინდია გორაძისთვის აღმკვეთი ღონისძიების საკითხი უნდა გადაწყვიტოს. ცოტა ხნის წინ იმერეთის სამხარეო სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორში მყოფს ბრალი ოფიციალრუად წაუყენეს.

გამოძიების თანახმად, მინდია გორაძე, მეტსახელად ლავას ოღლი 2013 წლიდან, ე.წ. ქურდულ სამყაროში დადგენილი წესებით მართავდა და სხვადასხვა დანაშაულის ჩადენის მიზნით ორგანიზებას უწევდა ქურდული სამყაროს წევრთა გარკვეულ ჯგუფს. დაკავებული ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს. ცნობილია, რომ პროცესზე პროკრუტურა პატიმრობას, დაცვის მხარე კი გორაძის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას მოითხოვს. ალტერნატივის სახით ადვოკატები პროცესზე გირაოს შუამდლომლობითაც წარსდგებიან.

“აბსოლუტურად ერთი პირდაპირი მტკიცებულებაც არ არის, რის საფუძველზეც შეიძლება აღნიშნული ბრალი დაგვიმტკიცონ. ამიტომ პროკურატურას მოუწევს, რომ თავი ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდოს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ უნდა შეწყდეს სამართალ წარმოება ჩვენს საქმეში. თუ სასამართლო მიწოდებულ ინფორმაციას არ გაითვალისწინებს ჩვენ ალტერნატივის სახით ვაპირებთ, რომ შევთავაზოთ ფულადი თანხა” – აღნშნა მინდია გორაძის ადვოკატმა ლექსო კობაიძემ.

news
ავტ.: news იანვარი 31, 2016 15:42