გარდაბანში N62-ე საარჩევნო უბანზე დიმიტრი შაშკინი და დავით ლორთქიფანიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

საქართველოს განათლებისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი იმ უარყოფით ასპექტებზე წერს, რაც აფხაზეთის გავლით რკინიგზის გახსნას ახლავს თან

გარდაბანში, N 62-ე საარჩევნო უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ დიმიტრი შაშკინსა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დავით ლორთქიფანიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

როგორც დიმიტრი შაშკინმა განაცხადა, N 62-ე საარჩევნო უბანთან მანქანებით დახლოებით 40-მდე ადამიანი იყო მისული, რომლებიც ამომრჩევლებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, კითხვებს უსვამდნენ და აშინებდნენ.

ამასთან დაკავშირებით ლორთქიფანიძემ შაშკინს უპასუხა, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია და ის ადამიანები ჩვეულებრივი მოქალაქეები იყვნენ, რომლებიც მხოლოდ გადაადგილდებოდნენ.

სიტყვიერ შელაპარაკებაში პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავჯდომარე ირაკლი სესიაშვილიც ჩაერთო და შაშკინს მიმართა, რომ ის განზრახ ძაბავს სიტუაციას და ის დრო აღარ არის, როდესაც სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები უკრძალავდნენ მოქალაქეებს მშვიდად გადაადგილებას.
გარდაბანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებაში“ კომენტარს ჯერ არ აკეთებენ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი “ქართულ ოცნებაში” გაწევრიანებას გეგმავს
შემდეგი სტატიანავთობი Brent-ის ფსიქოლოგიური მაჩვენებელი 35 დოლარია