საქართველოში თბილ და უნალექო ამინდს პროგნოზირებენ- 18 იანვარს დასავლეთ საქართველოში დღის ტემპერატურა 23 გრადუსამდე აიწევს

18 იანვარს დასავლეთ საქართველოში დღის ტემპერატურა 23 გრადუსამდე აიწევს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს აღმოსავლეთ საქართველოს ბარში შედარებით დაბალი ტემპერატურა დაფიქსირდება. კერძოდ +4;+9 გრადუსის ფარგლებში. თბილისში დღეს მაქსიმალური ტემპერატურა +6 გრადუსი იქნება.

17-18 იანვარს საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. შედეგად, ხვალიდან ტემპერატურა მთელს საქართველოში მოიმატებს, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში, სადაც დღის ტემპერატურა დაბლობში + 21 გრადუსამდე აიწევს, 18 იანვარს – 23 გრადუსამდე. იქნება უნალექო ამინდი.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი ხვალ დღისით ტემპერატურა 14 გრადუსამდე მოიმატებს, 18 იანვარს – 16 გრადუსამდე.

ასევე, სამი დღის განმავლობაში დასავლეთ საქართველოში, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე აღმოსავლეთის ძლიერი ქარი იქროლებს. დღეს ქარის სიჩქარე ზოგან მოსალოდნელია 20-25 მეტრი წამში, 17-18 იანვარს ქარის სიჩქარე შედარებით შემცირდება და 17-22 მეტრი წამში იქნება. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიანი რაიონებიდან ითოვებს ხულოსა და მესტიაში. შესაძლოა იქ იყოს ქარბუქიც. დასავლეთ საქართველოს მაღალმთაში ღამით საშუალოდ ყინვა -8 გრადუსამდე დაფიქსირდება.

ასევე სამი დღის განმავლობაში, აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთაში კი უნალექო ამინდი იქნება. ღამით მოსალოდნელია ყინვა, საშუალოდ -12-13 გრადუსამდე.

19 იანვრიდან კი საქართველოში შესაძლოა ამინდი შეიცვალოს და იწვიმოს, თუმცა სინოპტიკოსები ძლიერ თოვლს ან წვიმას არ პროგნოზირებენ.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში მიკროავტობუსების და ავტბუსების მძღოლები ავტოსადგურის დისპეჩერს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი გუბერნატორებს ხვდება