თორნიკე შარაშენიძე: თუკი ყველაფერი რაც იქ მოვისმინე სიმართლეა, მაშინ საშიში ისეთი ნამდვილად არაფერია

ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე კახა კალაძის მიერ ექსპერტებთან გამართულ დღევანდელ შეხვედრას აფასებს.

“გახლდით შეხვედრაზე ენერგეტიკის მინისტრთან. თუკი ყველაფერი რაც იქ მოვისმინე სიმართლეა, მაშინ საშიში ისეთი ნამდვილად არაფერია.
მაგრამ:
1.ნამდვილად არ გვაქვს გარანტია, რომ ამ დღეებში არ გაკეთდება ახალი საჯარო განცხადება რომელიც ახალ კითხვებს გააჩენს. ამის მერე კი უნდა ვიმტვრიოთ თავი სადაა სიმართლე;
2. მაინც გაუგებარია რატომ გაკეთდა ამდენი ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადება მთავრობის მხრიდან (მათ შორის კალაძის მხრიდან) და რატომ არ შეიძლებოდა აქამდე ასეთი შეხვედრების გამართვა;
3. ურთიერთგამომრიცხავი და ბუნდოვანი განცხადებები ბრალდება იმას, რომ საქმე ეხება ფაქიზ საკითხს და სხვა სახელმწიფოთა ინტერესებს. ეს ერთის მხრივ გასაგებია, მაგრამ მეორეს მხრივ თუკი სხვა სახელმწიფოებს უწევ ანგარიშს რა აუცილებელია მაინდამაინც ასეთი ბუნდოვანი განცხადებების კეთება – რატომ არ შეიძლება ერთ მესიჯზე შეჯერება?”,- აცხადებს შააშენიძე.

banner
წინა სტატიაშიდავით ხუციშვილი შს სამინისტროდან ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ გადადის
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: რუსეთი ოკუპანტია, ჩვენი ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული