ირაკლი აბესაძე: პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას ნარმანიას საკუთარი კადრის მერიიდან გაშვება კვლავ გარედან დაავალეს

სააკაშვილმა მრჩეველი საჯაროდ გაანთავისუფლა და პოლიციას ჩააბარა

ირაკლი აბესაძის ინიციატივას თბილისის საკრებულო დაეთახმათბილისის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ირაკლი აბესაძე მერიის მოადგილის გიორგი სოლომონიას თანამდებობიდან გადადგომის ფაქტს ეხმაურება.

“ქალაქში მოუწესრიგებელი ინფრაქსტრუქტურა, გადათხრილი გზები, გადაკეტილი ხიდები, კორუფცია, გაფლანგული მილიონები, უპასუხისმგებლობა და უქნარობა – ჯერ კიდევ 2015 წლის 30 სექტემბერს ამ მიზეზებით თანამდებობიდან კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის გათავისუფლებისას ვსაუბრობდით, რომ მხოლოდ ავთანდილ სუდაძეზე ჯოხის გადატეხვა საზოგადოების მოტყუება იყო და უნდა დამდგარიყო მერის მოადგილეების და თავად ნარმანიას პასუხიმგებლობის საკითხიც. როგორც ჩანს, წინა კვირაში პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას ნარმანიას საკუთარი კადრის მერიიდან გაშვება კვლავ გარედან დაავალეს და რომ არა ,,ქართული ოცნების” დაბალი პოლიტიკური რეიტინგით გამოწვეული რიგგარეშე არჩევნების შიში, დღეს თანამდებობიდან ნარმანია გადადგებოდა და არა სოლომონია.
საბოლოოდ ეს მაინც ასე მოხდება. მანამდე ასეთი ფრაგმენტული ცვლილებებით ქალაქში არაფერი შეიცვლება სასიკეთოდ”- განაცხადა აბესაძემ .

banner
წინა სტატიაშითამაზ მეჭიაური: დამადლება რომ ზოგი ოქსფორდში სწავლობდა და ზოგი კემბრიჯში არ მიმაჩნია სწორად
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელის მესიჯი „ოცნებას“