თამაზ მეჭიაური: დამადლება რომ ზოგი ოქსფორდში სწავლობდა და ზოგი კემბრიჯში არ მიმაჩნია სწორად

თამაზ მეჭიაურის განცხადებით პარლამენტში სპორტსმენიც უნდა იყოს, იურისტიც და ეკონომისტიც. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თქმით სპორტსმენებმა დღევანდელი ხელისუფლების სათავეში მოსვლაში დიდი როლი შეასრულეს.
„ამ სპორტსმენებმა ძალიან დიდი როლი შეასრულეს დღევანდელი ხელისუფლების სათავეში მოსვლაში, მათთვის ვიღაცას მიერ დამადლება მხოლოდ იმიტომ, რომ ზოგი ოქსფორდში სწავლობდა და ზოგი კემბრიჯში, ქედმაღლურად მათზე ყურება არ მიმაჩნია სწორად. ამ სპორტსმენებს აქვთ თავისი დამსახურება. თუმცა, ერთი დამსახურების გამო, მთელი ცხოვრება არ შეიძლება, რომ პარლამენტიდან პარლამენტში გადავდიოდეთ, მე ვიქნები თუ სხვა, მაგრამ არც იმ დოზით არიან წარმოდგენილი, როგორც ზოგიერთს უნდა წარმოაჩინოს. პარლამენტში უნდა იყოს ისეთი თანაფარდობა, რომელიც ხელს შეუწყობს და უზრუნველყოფს მაქსიმალურად საპარლამენტო საქმიანობას. იქ სპორტსმენიც უნდა იყოს, იურისტებიც, ეკონომისტიც“, – განაცხადა მეჭიაურმა და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ კახა კალაძეს წარმატებულ მინისტრობაში სპორტსმენობა ხელს არ უშლის.

მეჭიაურის თქმით, არჩვენებზე აუცილებელია ავტორიტეტებიც, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის მოტანილ ხმებს გაამაგრებენ.

„ერთი მხრივ, უნდა იყოს ხმის მომტანებიც, ავტორიტეტები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის მიერ მოტანილ ხმებს გაამაგრებენ, გაამაგრებენ ამ მხარდაჭერას. კარგი იქნება, თუ ამ ავტორიტეტთან ერთად თავისი პროფესიული წარმატებებიც ექნება. ასევე, შეიძლება ნაკლებად ცნობადი, მაგრამ მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებიც იყოს“, – განაცხადა მეჭიაურმა.

banner
წინა სტატიაშისტამბოლის ცენტრში სამართალდამცავები მეორე ეჭვმიტანილს ეძებენ
შემდეგი სტატიაირაკლი აბესაძე: პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას ნარმანიას საკუთარი კადრის მერიიდან გაშვება კვლავ გარედან დაავალეს