ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა ბულვარში, დადიანების ისტორიულ არქიტექტურული კომპლექსის ეზოში, პარკებსა და ქუჩებში მწვანე ნარგავები თოვლისგან გაათავისუფლეს.პარალელურად მიმდინარეობს ქუჩების გაწმენდითი სამუშაოები.ფაიფურის დასახლებაში ჩიქოვანის ქუჩაზე გაიწმინდა კორპუსებამდე მისასვლელი გზა.ამ წუთებში ზუგდიდში თოვს.