- 13 ოქტომბერი მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა+ვიდეო
- გვსურს გამოვთქვათ პროტესტი ოჯახის ტრაგედიის პოლიტიკური მიზნით გამოყენების გამო – გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახი
- (foto) იაპონიაში საკურა აყვავილდა
- დღეს ნინოობაა
- “მირტყამდნენ თავში, გვერდებში”- მორიგი ბრალდება პოლიციის მისამართით
- ამირან გამყრელიძე – აზიური ფაროსანა ადამიანის ჯანმრთელობაზე არ მოქმედებს, არ იკბინება და არ გადააქვს ინფექცია
რუსებმა თურქების მიერ ტერორისტებისგან ნავთობის ყიდვის ვიდეო გამოაქვეყნეს
მნიშვნელოვანი
- რუსებმა თურქების მიერ ტერორისტებისგან ნავთობის ყიდვის ვიდეო გამოაქვეყნეს
სხვა სტატიები
პოლონური მედიის ცნობით, გუშინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია 12 ათასი ნავთობგადამზიდი, რომელიც ერაყის ტერიტორიიდან თურქეთისკენ მიემგზავრება.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მას შემდეგ, რაც რუსები ჩაერთვნენ სირიის ომში, მათ თურქებს გადაუკეტეს სირიაში ტერორისტებისგან ნაყიდი ნავთობის შემოსატანი გზები, ამიტომ, თურქებმა მარშრუტი შეიცვალეს და სირიაში ისლამური სახელმწიფოსგან ნაყიდი ნავთობის ერაყში, ისლამური სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადააქვთ, რომ შემდეგ ერაყიდან მოხდეს ნავთობის თურქეთში შემოტანა. პოლონური მედიის ცნობით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნული ინფორმაცია გუშინ გაავრცელა.
პოლონურ მასალას თან ერთვის ვიდეო, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა. ვიდეოზე მოცემულია მხოლოდ კადრები. პოლონური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციისგან განსხვავებით, გამოქვეყნებული ვიდეოს სათაურიდან ჩანს, რომ სატვირთოები სირია-თურქეთის საზღვარს კვეთენ და არა ერაყი-თურქეთისას.
რუსულ მედიაში აღნიშნული ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.