პრეზიდენტის განკარგულებით, მოვალეობის შესრულება მთავრობის იგივე შემადგენლობას დაეკისრა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ მედიის თავისუფლების დაცვა ყველა პოლიტიკოსის ვალდებულებაა. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა არჩევანში ისაუბრა და თქვა, რომ რუსთავი 2-ს არა მხოლოდ პრეზიდენტის, არამედ ყველა პოლიტიკოსის მხარდაჭერის იმედი უნდა ჰქონდეს. „მედიის თავისუფლების ნაწილში თქვენ არა მხოლოდ არჩეული პრეზიდენტის იმედი უნდა გქონდეთ, არამედ ყველა პოლიტიკოსის იმედი უნდა გქონდეთ და სხვათა შორის აქტიურად უნდა მუშაობდეთ ამ იმედის მოსაპოვებლად,“ - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი. საქართველოს პრეზიდენტის თქმით ყველა პოლიტიკოსის ვალდებულებაა მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა. მიუხედავად იმისა მოსწონს თუ არა ის. „თუ თქვენ განცდა გაქვთ, რომ თქვენი უფლებები ილახება, გარწმუნებთ, რომ ქართული სასამართლო მივა იმ გადაწყვეტილებამდე, რომელიც ჩემის ღრმა რწმენით იქნება სამართლიანი,“ - ამბობს გიორგი მარგველაშვილი.

პრეზიდენტის განკარგულებით, მოვალეობის შესრულება მთავრობის იგივე შემადგენლობას დაეკისრა http://www.interpressnews.ge/ge/politika/359765-prezidentis-gankargulebith-movaleobis-shesruleba-mthavrobis-igive-shemadgenlobas-daekisra.htmlრამდენიმე წუთის წინ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განკარგულება გამოსცა და არსებული მთავრობის შემადგენლობას დროებითი მოვალეობის შესრულება დააკისრა.
“საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის დ ქვენპუქტისა და 80-ე პრიმა მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად საქართველოს მთავრობის იმავე შემადგენლობას
დაეკისროს მოვალეობის შესრულება მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე,”- წერია განკარგულებაში.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი: როდესაც მძიმე გადაწყვეტილების მიღება მიწევს, ივანიშვილთან დამირეკავს და შეხვედრა მითხოვია
შემდეგი სტატია“მოსვლის დღიდან ირაკლი ღარიბაშვილი არის წარსული,”- მურმან დუმბაძე