ვიქტორ დოლიძე: ვახტანგ კაპანაძემ ყველა კითხვას სამართლიანად გასცა პასუხი

ვიქტორ დოლიძე: ირაკლი შოთაძე ზეწოლას ახდენს სასამართლოზე

ე.წ. კაბელების საქმე თავზე ჩამოენგრა პროკურატურას, ამაზე ბრალდების მხარის მიერ დასმული შეკითხვებიც მეტყველებს, – ამის შესახებ “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა ვიქტორ დოლიძემ ე.წ. კაბელების საქმეზე ვახტანგ კაპანაძის დაკითხვის შეფასებისას განაცხადა.
როგორც ვიქტორ დოლიძემ აღნიშნა, იგი პატივს სცემს გენერალური შტაბის უფროსს ვახტანგ კაპანაძეს.
“მე რაც მოვისმინე, ვახტანგ კაპანაძემ გასცა ყველა კითხვას სამართლიანად პასუხი და ხაზი გაესვა ამ საკითხის პოლიტიზირებას. იმედია, ეს ბაკქანალია მალე დასარულდება”, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
მასთან ერთად პროცესს ესწრებოდა “თავისუფალი დემოკრატების” კიდევ ერთი ლიდერი მაია ფანჯიკიძე, რომელმაც აღნიშნა, რომ აქვს მოლოდინი იმისა, რომ ამ საქმეზე ბრალდებულები სამართალს მალე მიაღწევენ.
“გენერალური შტაბის უფროსს ვახტანგ კაპანაძეს ვიცნობ როგორც წესიერ და პატიოსან ადამიანს. ეჭვი არ მეპარება, რომ ის მხოლოდ სიმართლეს იტყვის სასამართლოზე. ხოლო სიმართლე მდგომარეობს იმაში, რომ აქ არანაირი დანაშაული არ არსებობს და ეს ხუთი ადამიანი, რომელიც ამდენი ხანია სასამართლოში დადის, სამართალს იპოვის”, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
მისი თქმით, ვახტანგ კაპანაძემ ჩვენების მიცემისას აღწერა ის გზა, თუ როგორ ხდება სამინისტროში სხვადასხვა საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება. მაია ფანჯიკიძის თქმით, კაპანაძემ აღნიშნა, რომ თავდაცვისუნარიანობისთვის აუცილებელი და მნიშვნელოვანი იყო კომუნიკაციის ქსელის არსებობა და ჩატარდა ის პროცედურები, რაც საჭიროა ამ მიზნის გადასაწყვეტად.
თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს 4 მილიონ ლარზე მეტი სახელმწიფო თანხის გაფლანგვისთვის აქვთ ბრალი წარდგენილი.

banner
წინა სტატიაში“ლარის გაუფასურება არ მოხდება მომავალი თვეების განმავლობაში და ის სტაბილურობას ინარჩუნებს”
შემდეგი სტატიაპროკურატურა ბრალდებულ შალვა აბულაძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს