იუსტიციის მინისტრის მოადგილე რომის სტატუტის წევრი ქვეყნების ასამბლეაში მონაწილეობს

საქართველოს დელეგაცია იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძისხელმძღვანელობით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ჰააგისსასამართლო) წესდების (რომის სტატუტის) ხელმომწერი სახელმწიფოების ასამბლეისმუშაობაში მონაწილეობს, რომელსაც ქალაქი ნიუ-იორკი მასპინძლობს. ასამბლეა 4 დეკემბერს საზეიმო ღონისძიებით გახსნეს გაერო-ს გენერალურმამდივანმა ანტონიოს გუტიერესმა, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისოსასამართლოს პრეზიდენტმა სილვია ფერნანდეს დე გურმენდიმ და ჰააგის სისხლისსამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა ფატუ ბენსუდამ.ქართული დელეგაციის მონაწილეობა ასამბლეაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანიაიმის გათვალისწინებით, რომ ჰააგის სასამართლოს მიერ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ფარგლებში ჩადენილი დანაშაულების გამოძიება და, ზოგადად,ჰააგის სასამართლოსთან თანამშრომლობა სულ უფრო ინტენსიურ ფაზაში შედის. ქართული მხარე ასამბლეის ფარგლებში არაერთ ღონისძიებას გეგმავს. იუსტიციისმინისტრის მოადგილე მნიშვნელოვან გზავნილებს გააჟღერებს გენერალურდებატებზე; დელეგაცია გამართავს საინფორმაციო შეხვედრებს − რომის სტატუტისხელმომწერ სახელმწიფოებს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებსმიაწვდის ინფორმაციას 2008 წლის ომის საქმის გამოძიების შესახებ; მონაწილეობასმიიღებს სამართლებრივ დისკუსიებში აგრესიის დანაშაულთან მიმართებით ჰააგისსასამართლოს იურისდიქციის ამოქმედების საკითხზე; ჩაერთვება სასამართლოსგანმწესრიგებლის კანდიდატისა და 6 ახალი მოსამართლის არჩევის პროცესში. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები პარტნიორ სახელმწიფოებთან 2008წლის ომის საქმის გამოძიებაში მხარდაჭერის მისაღებად, აგრეთვე, ჰააგისსასამართლოს უმაღლესი თანამდებობის პირებთან მიმდინარე გამოძიებისეფექტურად წარმართვისა და კოორდინაციის მიზნით. შეხვედრა გაიმართება აშშ-ისუმაღლესი სასწავლებლების ქართველ სტუდენტებთან. ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან, აგრეთვე, საგარეო საქმეთამინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე და იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისოსასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი ბექაძამაშვილი.

banner
წინა სტატიაშისპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული ადამიანების ვინაობის დადგენაზე მუშაობა ამ დრომდე გრძელდება
შემდეგი სტატია51-ე სკოლაში ასწავლო პროცესი აღდგა