,,როგორ მივედით იმ მდგომარეობამდე, რომ ჩვენი ახალგაზრდები, ჩვენი შვილები ასე სასტიკად და დაუნდობლად წირავენ ერთმანეთს”

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გუშინ ხორავას ქუჩაზე მომხდარი დაჭრის ფაქტს ეხმაურება, რა დროსაც 51-ე სკოლის ორი მოსწავლე გარდაიცვალა. გიორგი კვირიკაშვილი განცხადებას ავრცელებს. ,,თაიმერი” განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.

“უკიდურესად შეძრწუნებული ვარ გუშინ თბილისში მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო, რასაც ორი მოზარდის სიცოცხლე შეეწირა. სამძიმარს ვუცხადებ მათ ოჯახებს, ახლობლებსა და მეგობრებს. ეს არის საერთო ტრაგედია, რომელმაც ყველა შეგვძრა და კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა იმაზე, თუ როგორ მივედით იმ მდგომარეობამდე, რომ ჩვენი ახალგაზრდები, ჩვენი შვილები ასე სასტიკად და დაუნდობლად წირავენ ერთმანეთს. ჩვენ, ყველანი ერთად, მთელი საზოგადოება, უნდა გავერთაინდეთ, რათა მშვიდი და ჯანსაღი გარემო იყოს საყოველთაო და გარანტირებული ყველასთვის და პირველ რიგში, ჩვენი მომავალი თაობისთვის. ამ მიმართულებით წამყვანი როლი ეკისრება განათლების სისტემის გარშემო ჩვენს კონსოლიდაციას, რომ მოხდეს პრობლემების სწორი იდენტიფიცირება და შესაბამისი გზების დასახვა. ეს არის თემა, რომელსაც მხარე არ ჰყავს! ამ უმძიმეს წუთებში მინდა გამოვთქვა იმედი, რომ ჩვენ ერთობლივი ძალებით ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ასეთი ტრაგედია აღარ განმეორდეს,”-ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრო საგანგებო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატია51-ე საჯარო სკოლაში, რომლის ორი მოსწავლე ხორავას ქუჩაზე ჩხუბის შედეგად დაიღუპა, დირექტორი და პედაგოგები არიან შეკრებილები