5-მა პირმა იმერეთში მოტყუებით სახელმწიფოს კუთვნილი 11 ნაკვეთი დაირეგისტრირა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ჯგუფის მიერ სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე 5 პირი პასუხისგებაში მისცეს. უწყების ინფორმაციით, ბრალდებულებმა იმერეთის რეგონში მოტყუებით სახელმწიფოს კუთვნილი 11 მიწის ნაკვეთი დაირესგისტრირეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ყალბი მიღება-ჩაბარების აქტებისა და საკადასტრო აზომვითი ნახაზების გამოყენებით, იმერეთის რეგიონში მოტყუებით დაირეგისტრირეს სახელმწიფოს კუთვნილი 11 მიწის ნაკვეთი, საერთო მოცულობით 22 037 კვადრატული მეტრი, რომლის საბაზრო ღირებულება 23 000 ლარს აღემატება”, – წერია განცხადებაში.

გამოძიების ამ ეტაპზე მოტყუებით დაუფლებული მიწის ნაკვეთების ნაწილი დაბრუნებულია სახელმწიფო საკუთრებაში, ხოლო ნაწილზე ბიუჯეტში შეტანილია შესაბამისი თანხა ზიანის ანაზღაურების სახით.

საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ რეგულაციების დარღვევის 1 098 ფაქტი გამოავლინა
შემდეგი სტატიაპარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტზე მსჯელობენ