5 სექტემბრის ჩათვლით საქართველოში მზიანი ამინდია მოსალოდნელი

5 სექტემბრის ჩათვლით საქართველოში უნალექო, მზიანი ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს ინფორმაციით, დღეიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე გამოიდარა, თუმცა 31 აგვისტოს შესაძლოა, საქართვლოს ზოგიერთ რაიონში საღამოსა და ღამის საათებში იყოს წვიმა, ელჭექით.

მზიანი, უნალექო ამინდები 5 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. 2 სექტემბრიდან ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს, დასავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 33 გრადუსზე მეტი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში კი, 30-31 გრადუსამდე.

თბილისში 31 აგვისტოს ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა იყოს ხანმოკლე წვიმა. 5 სექტემბრის ჩათვლით დედაქალაქში დათბება და ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 30 გრადუსამდე იქნება.

banner
წინა სტატიაშისაქართველოსა და უკრაინაში არსებულ ყველა კონფლიქტში რუსეთი არის მხარე
შემდეგი სტატიაპროკურატურა თბილისი-ტაბახმელას ავტომაგისტრალზე მომხდარ ფაქტს ეხმაურება