5 საათში სუპერთასის 1000-ზე მეტი ბილეთია გაყიდული -biletebi.ge ხარვეზებით მუშაობს

სუპერთასის ბილეთების გაყიდვის პროცესი biletebi.ge-ზე უკვე 5 საათია მიმდინარეობს. ბოლო ინფორმაციით, ამ პერიოდში ქართულმა ინტერნეტ მაღაზიამ 1000-ზე მეტი ბილეთის გაყიდვა შეძლო.

ფეხბურთის ფედერაციაში ადასტურებენ, რომ ვებგვერდ biletebi.ge-ს მუშაობის პროცესში ტექნიკური ხარვეზები კვლავ არის და ამის მიზეზად მომხმარებელთა დიდ რაოდენობას ასახელებენ.

როგორც biletebi.ge-ს და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები ამბობენ, ამ დროისთვის რიგში საიტზე 90 000-ზე მეტი მომხმარებელი იმყოფება.

ის, რომ ვებგვერდი ხარვეზებით მუშაობს, ამის შესახებ მომხმარებლები სოციალურ ქსელში ფოტოებს ავრცელებენ, სადაც ჩანს, რომ სისტემის გაუმართაობის გამო მათ ვერც ბილეთი შეიძინეს და რიგის ნომერიც დაკარგეს.

ხვალიდან biletebi.ge-ზე სუპერთასის ფინალური მატჩის ბილეთების შეძენა უცხოელ მოქალაქეებსაც შეეძლებათ.

banner
წინა სტატიაშითამაზ მეჭიაური : ვეტოს დავძლევთ
შემდეგი სტატია„გამორთეთ კამერა, არ ვაკეთებ კომენტარს“ – ნარმანია დაზარალებული მოსახლეობის კომპენსაციაზე