თამაზ მეჭიაური : ვეტოს დავძლევთ

ეს არ არის სამყაროს დასასრული, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება

პარლამენტი ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებათა პაკეტზე მსჯელობას აგრძელებს, იმ შემთხვევაში კი, თუ კანონის პროექტს დამტკიცების შემდეგ პრეზიდენტი ვეტოს დაადებს, საპარლამენტო უმრავლესობა ვეტოს დაძლევას შეეცდება.

საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელი, რომელიც კანონში ცვლილებების ერთ-ერთი ინიციატორია, ამბობს, რომ ცვლილებების შეტანის დროს კანონში სხვადასხვა პოზიციები გაითვალისწინეს. თამაზ მეჭიაური ამბობს, რომ პრეზიდენტის ვეტოს პარლამენტი დაძლევს.

“ვეტოს რა თქმა უნდა დავძლევთ,” – აცხადებს თამაზ მეჭიაური.

banner
წინა სტატიაშიხმაური სასამართლოში ე.წ. კორტების საქმეზე- იური ვაზაგაშვილის და ბრალდებულის ახლობლებს სიტყვიერად დაუპირისპირდა
შემდეგი სტატია5 საათში სუპერთასის 1000-ზე მეტი ბილეთია გაყიდული -biletebi.ge ხარვეზებით მუშაობს