5 კილომდე კანაფის მოყვანა-შენახვისთვის 1 პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა 4 კილოზე მეტი კანაფის მოყვანისა და შესახვისთვის 1977 წელს დაბადებული დავით წ. მარტვილის რაიონის სოფელ ბანძაში დააკავეს.

მას ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირება და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას, 9 ძირი კანაფი ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, 3 კილოს და 195 გრამს იწონის. ასევე ამოღებულია 432,30 გრ გამომშრალი მარიხუანა და 15 ძირი გამომშრალი კანაფი, რომელიც 1 კილოს და 495 გრამს იწონის. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშისაჯარო სკოლების დირექტორებს ფინანსების განკარგვასა და კონტროლში ტრენინგები უტარდებათ
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს