4 მეთევზე ადიდებული მდინარიდან ვერ გამოდის

სამტრედიის რაიონის სოფელ ბაშში მდინარე რიონი მოულოდნელად ადიდდა. 4 მეთევზე მდინარის კალაპოტში თევზაობდა და ადიდებული მდინარის გამო, ისინი ნაპირზე გამოსვლას ვერ ახერხებენ.

მეთევზეები მდინარიდან გამოსვლას ვერ ახერხებენ და დახმარება იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს სთხოვეს.

როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, 2 სამაშველო ეკიპაჟი მდინარიდან მეთევზეების გამოყვანას ცდილობს.

„შემოვიდა შეტყობინება დახმარების თხოვნით. როგორც ჩანს, მეთევზეები მდინარის კალაპოტში თევზაობდნენ. უცებ მდინარე მოვარდა და ისინი ვერ ახერხებდნენ გამოსვლას“, – აცხადებენ იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

banner
წინა სტატიაშიჯეიმს აპატურაიმ თინა ხიდაშელის საქმიანობა შეაფასა
შემდეგი სტატიაპარლამენტში დავით საგანელიძის შემცვლელის ვინაობა ცნობილი