პარლამენტში დავით საგანელიძის შემცვლელის ვინაობა ცნობილი

პარლამენტმა 81 ხმით პრეზიდენტის ვეტო დაძლია

ცესკო-მ პარლამენტს დავით საგანელიძის ადგილმონაცვლის კანდიდატურა წარუდგინა. როგორც ცნობილი გახდა საგანელიძეს ვლადიმერ აჩბა შეცვლის.
ამის შესახებ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა,
მისი თქმით, ვლადიმერ აჩბა თანხმობას აცხადებს, პარლამენტის წევრის ადგილი დაიკავოს.
“ქართული ოცნების” საარჩევნო სიის მიხედვით, პარლამენტში საგანელიძის ადგილმონაცლე ედიშერ თოლორაია იყო, თუმცა იმის გამო, რომ თოლორაია ამჟამად ზუგდიდის გამგებელია, პარლამენტს უფლებამოსილების ცნობის მიზნით შემდგომი კანდიდატურა – ვლადიმერ აჩბა წარედგინა.

საკანონმდებლო ორგანოში ცესკო-დან საგანელიძის ადგილმონაცვლის თაობაზე დოკუმენტაცია უკვე შევიდა.

banner
წინა სტატიაში4 მეთევზე ადიდებული მდინარიდან ვერ გამოდის
შემდეგი სტატიარისკენ მოუწოდებს ნიკა გვარამია პარლამენტის თავმჯდომარეს და დეპუტატ ეკა ბესელიას?!