35 წლის ქალის გარდაცვალების ახალი დეტალები (+18 ფოტო)

სუიციდი ზუგდიდში- 35 წლამდე გარდაცვლილი ქალის  ცხედარი მშობლების სახლში ზუგდიდში გადაასვენეს.

გარდაცვლილის მეუღლის ნათესავები მედიასთან საუბარში აცხადებენ, რომ ინციდენტს წინ ცოლ-ქმრის სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა, რის შემდეგაც ქალბატონმა სოფლის დეპუტატის,საძროხეში თავი ჩამოიხრჩო.

გარდაცვლილის მამა ამბობს ,რომ ცხედარს ზურგის არეში ძალადობის კვალი აღენიშნება და შესაბამის უწყებებს სიძის დაკავებისკენ მოუწოდებს.

მისივე ინფორმაციით, სიძეს მეგობარი გოგონა ჰყავდა, რომლისგანაც შვილი გაუჩნდა და ოჯახში კონფლიქტის მიზეზი სწორედ ეს იყო.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ამასთან,წუხელ ზუგდიდის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობაში გარდაცვლილი ქალის დედამთილი გამოიკითხა.

banner
წინა სტატიაშიმარტვილის მუნიციპალიტეტის მერია საახალწლოდ 22 ბენეფიციარს დაეხმარება
შემდეგი სტატიაშუახნის მამაკაცი ლიანდაგებში ჩავარდა