ნარკორელიზაციაში ბრალდებული ოჯახის წევრები ფონიჭალაში ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

ნარკორელიზაციაში ბრალდებული ოჯახის წევრები ფონიჭალაში ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაშავებულია „ტვ პირველის” ოპერატორი ლევან ბრეგგვაძე. მას ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებული ალი ჰუსეინოვის ახლობლებმა ავტომობილი განზრახ შეაჯახეს. ასევე სხვადასხვა დაზიანება მიაყენეს და არხის კუთვნილი ტექნიკა დააზიანეს.

“პირველების” ოპერატორი ამ წუთებში კლინიკაშია გადაყვანილი და მას გამოკვლევები უტარდება.

თავდასხმა ფონიჭალაში მოხდა, მაშინ როცა ჟურნალისტები სპეცოპერაციას აშუქებდნენ. სპეცოპერაციის შედეგად ფონიჭალაში 2 პირი დააკავეს, მათ შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანია.

banner
წინა სტატიაშიენმ-ს წევრმა, დავით ხასაიამ დეპუტატობიდან კანდიდატურა მოხსნა
შემდეგი სტატია13 სექტემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება