დეკანოიძე ჩოლოიანზე: მახინჯი სისტემის ყველაზე მანკიერი თვისებაა მის შიგნით არსებული დამნაშავეების დაფარვა

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე ყოფილი გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის ვადაზე ადრე გათავისუფლებას ეხმაურება.

“სიმართლე გითხრათ, გამომძიებელი ჩოლოიანის გათავისუფლება არ გამკვირვებია. ჩვენი მახინჯი სისტემის ყველაზე მანკიერი თვისებაა მის შიგნით არსებული დამნაშავეების დაფარვა. მარტო გამომძიებელი ქალი არ იყო დამნაშავე. იკვეთებოდა ბევრი სამართალდამცველის გულგრილობა და პასუხისმგებლობა, ამიტომ სისტემამ ხელი დააფარა სხვებს, ხოლო ვინც “დასაჯა” – ვადამდე ადრე ხარკის მოხდის მიზნით გამოუშვა.

ასე მუშაობს სისტემა – თავისიანებს არ სჯის. მისთვის სხვისი სიცოცხლე უფრო ნაკლებია, ვიდრე საკუთარის მხილება”. – წერს დეკანოიძე.

banner
წინა სტატიაშიინაშვილი: ყველა მამაძაღლს ერთად ვპასუხობ…ვაი, თქვენს პატრონს, მართლა
შემდეგი სტატიაბოკერია: ივანიშვილის რეჟიმი თავისი მოქმედებებით საფრთხეს უქმნის საქართველოს ყველა მიღწევას