მნიშვნელოვანია ვაქცინაციის განხორციელების მკაფიო გეგმის არსებობა – კელი დეგნანი

ამერიკის ელჩმა კელდეგნანმა, ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მნიშვენლოვანია ქვეყანაში ვაქცინაციის განხორციელების მკაფიო გეგმის არსებობდეს და ამ თემაზე ახლა ყველა მჭიდრო კოორდინაციას ელის.

“ძალიან სასარგებლო შეხვედრა გვქონდა, სადაც მივიღე განახლებული ინფორმაცია საქართველოს მთავრობის გეგმების შესახებ პანდემიის მართვის კუთხით 2021 წელს. ახლა ყველა ელის მჭიდრო კოორდინაციას ვაქცინაციის გეგმასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია ვაქცინაციის განხორციელების მკაფიო გეგმის არსებობა, არამხოლოდ საქართველოსა და აშშ-ში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით, იმისათვის რომ უზრუნველვყოთ ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოება და რაც შეიძლება სწრაფად განხორციელდეს ეკონომიკის აღდგენა, თუ სკოლების გახსნა”, – განაცხადა კელი დეგნანმა.

banner
წინა სტატიაშიკახაძე: მზად ვარ, პირველი ვაქცინა, რომელიც შემოვა, საჯაროდ გავიკეთო
შემდეგი სტატიაელისაშვილი – მოლაპარაკება თუ ჩაშლილია და დამთავრდა, გვითხრან