30 დეკემბერს შავი ზღვის სანაპიროზე 3-5-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი

30 დეკემბერს, შავი ზღვის სანაპიროზე შესაძლებელია 3-5-ბალიანი შტორმი, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 30 დეკემბრიდან საქართველოში შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან გავრცელდება ცივი და ნოტიო ჰაერის მასები. მოსალოდნელია ნალექი, 31 დეკემბერს და 1 იანვარს უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი. მათივე ინფორმაციით, გაძლიერდება ქარი. 30 დეკემბერს ზღვაზე შესაძლებელია 3-5-ბალიანი შტორმი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მთიან და მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ქარბუქი და თოვლის ზვავები, რამაც შესაძლოა ფასანაური-კობის, სტეფანწმინდა-ლარსის და სხვა საავტომობილო გზებზე ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვები გამოიწვიოს.

banner
წინა სტატიაშიგივი თარგამაძე: ამჟამად რა უნდა ვქნათ, აღიარებები ვჭამოთ?
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: მაქსიმალურს გავაკეთებთ, რომ გავუიოლოთ ბიზნესს ხელისუფლებასთან ურთიერთობა