3 მარტს გელოდებით ყველას იტალიაში – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი თავის ფეისბუქ გვერდზე ვიდეო მიმართვას აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ მომდევნო შეხვედრა, რომელსაც იგი მოძრაობა “ერთად სახლში” ეგიდით ახორციელებს და რომლის პირველი შეხვედრაც ბელგიაში გაიმართა, ამჯერად იტალიის დედაქალაქ რომში, 3 მარტს შედგება.

“როგორც იცით, ჩვენ დავიწყეთ შეხვედრები „ერთად სახლში“ მოძრაობის ეგიდით, ძალიან ბევრ ქვეყანაში ქართველი დაორგანიზირდნენ, ქმნიან თავიანთ ორგანიზაციებს, ამყარებენ ერთმანეთთან კონტაქტს და რა მთავარია, მუშაობენ ერთად საქართველო გადარჩენაზე.

3 მარტს, რომში ჩვენ შევიკრიბებით ქალაქის ცენტრში და ვიმსჯელებთ საქართველოს მომავალზე. საქართველოს ეკონომიკის გადარჩენაზე, პოლიტიკური ღრმა კრიზისიდან გამოყვანაზე, ვნახავთ ახალ ხალხს, ახალ ვარსკვლავებს მთელს მსოფლიოში მობნეულ ქართველებს შორის. მოვუსმენთ მათ, გავესაუბრებით ერთმანეთს.

ყველაფერი ეს მოხდება 3 მარტს, იტალიის დედაქალაქში. იქ იქნება ძალიან საინტერესო განხილვა საქართველოს მომავალზე, ჩვენი ქვეყნის ბედზე.” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიასპინძაში ძარცვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაეროვნული ბანკის პრეზიდენტი პარლამენტში მივიდა