ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პარლამენტში მივიდა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პარლამენტში მივიდა, თუმცა უცნობია დაესწრება თუ არა კობა გვენეტაძე, ორი გაერთიანებული კომიტეტის სხდომას, სადაც „თიბისი“ ბანკის“ საქმეზე უნდა იმსჯელონ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გუშინ ვრცელი განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ სხდომას, რომელში მონაწილეობას იღებენ თიბისი ბანკის დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, არ დაესწრება.

გვენეტაძის განცხადებას მწვავე კრიტიკა მოჰყვა, როგორც პოლიტიკოსების, ასევე ექსპერტების მხრიდან.

დღეს კი მან მიიღო გადაწყვეტილება საკანონმდებლო ორგანოში მისულიყო.

პარლამენტში იმყოფება მამუკა ხაზარაძეც. მას კომიტეტის სხდომაზე შესვლამდე განცხადება არ გაუკეთებია.

banner
წინა სტატიაში3 მარტს გელოდებით ყველას იტალიაში – სააკაშვილი
შემდეგი სტატიადევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე 240-მდე კერძო სახლი აშენდება