3.5 მილიონი დედაქალაქის ბიუჯეტიდან – თბილისის მერია 60 ავტომობილს ყიდულობს

3 მილიონ ლარზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან – თბილისის მერია 60 ავტომობილს ყიდულობს. “ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, ახალი ავტომობილებისთვის ბიუჯეტიდან 3.5 მილიონი ლარი გამოიყოფა. ინფორმაციას საკრებულოს ოპოზიცია ავრცელებს და ხელისუფლებას საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს.

„დედაქალაქის მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები კიდევ უფრო კომფორტულ ავტომობილებში გადასხდებიან. 60 ათას ლარს გადავიხდით ბიუჯეტიდან ერთ ავტომობილში. ამ დროს ადამიანები ცხოვრობენ გაჭირვებაში. ამ საკითხს აუცილებლად დავაყენებთ საკრებულოს სხდომაზე,“-ამბობს საკრებულოს დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ხაბეიშვილი.

banner
წინა სტატიაშიბაღდათში ხანძრის ქრობის პროცესი დილიდან განახლდა
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი და პირველი ლედი პარიზში (ფოტო)