28 წლის წინ დაქვრივებული გურული არჩევნებზე პირველად მივიდა

გურიის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე „გურია ნიუსს“ უჩვეულო ამომრჩეველი დახვდა.

გურიაში მცხოვრები ვერა დარჩია 28 წელი არჩევნებში მონაწილეობას არ იღებდა,ამის მიზეზი მისი მეუღლის გარდაცვალება აღმოჩნდა.

„48 წლის ასაკში დავქვრივდი და 28 წლის განმავლობაში, რაც არჩევნები ჩატარდა არცერთში მონაწილეობა არ მიმიღია. რატომღაც, ახლა გადავწყვიტე. ბევრი მეუბნებოდა, რომ ჩემი ვალი ქვეყნის წინაშე მომეხადა და აი მოვედი“,- აღნიშნა ქალბატონმა.

თუმცა, თუ ვის დაუჭირა მხარი არ დაასახელა.

banner
წინა სტატიაშირუსთავის 67-ე საარჩევნო უბანზე სასწრაფო გამოიძახეს
შემდეგი სტატიაიციან, რომ მარნეულში წაგებული აქვთ და ცდილობენ პროვოკაციაზე წაიყვანონ სიტუაცია-იმამყულიევი