„ლელო საქართველოსთვის“ დაუშვებლად მიიჩნევს, BBC-ს რუსული სამსახურის მიერ აფხაზეთის,როგორც სუვერენული ერთეულის მოხსენიებას

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ დაუშვებლად მიიჩნევს, რომ BBC-ს რუსული სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აფხაზეთი მოხსენიებულია, როგორც სუვერენული ერთეული-ამის შესახებ “ლელოს” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

“13 იანვარს გავრცელებულ სიახლეში აფხაზეთის კრიზისის შეფასებისას გამოყენებულია შემდეგი სიტყვები: „აფხაზეთის პრეზიდენტი“ და „აფხაზეთის პარლამენტი“, რაც წარმოადგენს საქართველოს საერთაშორისო სამართლით დადგენილი საზღვრების უგულვებელყოფას, საქართველოს სუვერენიტეტის და ქართული სახელმწიფოებრიობის შეურაცხყოფას.

კატეგორიულად მიუღებელია, რომ აღნიშნულ საკითხზე საქართველოს საგარეო სამინისტროს ჯერაც არ ჰქონია რეაქცია. BBC-ს რუსეთის სამსახურს მოვუწოდებთ, დაუყონებლივ ჩაასწოროს მცდარი ინფორმაცია და მოიხადოს ბოდიში საქართველოს სუვერენიტეტის ხელმყოფი ინფორმაციის გავრცელების გამო.

„ლელო საქართველომ“ ამის თაობაზე უკვე გაუგზავნა საპროტეტსო ნოტა BBC-ს რუსულ სამსახურს.”-ნათქვამია “ლელოს” განცხადებაში

banner
წინა სტატიაშილაშა დარსალია – მთავარი ამოცანა ახალგორის გადასასვლელის უმოკლეს დროში გახსნაა
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე – 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მადლობა უნდა გადავუხადოთ სააკაშვილს, რადგან მან სამართალდამცავ ორგანოებს მისცა ჩვეულებრივი აღიარებითი ჩვენება