ლაშა დარსალია – მთავარი ამოცანა ახალგორის გადასასვლელის უმოკლეს დროში გახსნაა

მთავარი ამოცანაა, უმოკლეს პერიოდში ახალგორის გადასასვლელის გახსნა, საშუალო და გრძლევადიან პერიოდში კი საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა მექანიზმების ოკუპირებულ რეგიონებში შეღწევა , – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქემთა მინისტრის მოედგილემ, ლაშა დარსალიამ განაცხადა.

მისივე თქმით, გადასასვლელების ჩაკეტვა ადგილზე მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას ქმნის.

„ეს ადგილზე ქმნის საკმაოდ მძიმე ჰუმანიტარულ ფონს. ეს გამოიყენება, როგორც პოლიტიკური მიზნების მიღწევის ინსტრუმენტი, რაც ცალსახად მიუღებელია. ჩვენთვის მთავარი ამოცანაა, რომ უმოკლეს პერიოდში მოხდეს ამ გადასასვლელის გახსნა, საშუალო და გრძელვადიან პერიოდში კი – საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა მექანიზმების შეღწევა ოკუპირებულ რეგიონებში. ამ ძირითადი მიმართულებებით ვმუშაობთ. პირველ რიგში ამაზე ვსაუბრობთ ჟენევის თანათავმჯდომარეებთან, ასევე საქართველოს სხვა მეგობარ ქვეყნებთან, რომლებიც ამ მიმართულებებით მუდმივად გვიჭერენ მხარს“ ,- განაცხადა ლაშა დარსალიამ.

ავტორი – სალომე ქოქიაშვილი

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ისრაელს ახალი ელჩი ჰყავს
შემდეგი სტატია„ლელო საქართველოსთვის“ დაუშვებლად მიიჩნევს, BBC-ს რუსული სამსახურის მიერ აფხაზეთის,როგორც სუვერენული ერთეულის მოხსენიებას