მელაძე, ჟორჟოლიანი, გაბუნია, კვესიტაძე – ხალვაშის ახალი სამიზნე?

სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2”-ის ყოფილი იურისტი თამთა მურადაშვილი აცხადებს, რომ მისი სამსახურიდან გაშვების შემდეგ, შესაძლოა ახალი სამიზნეები, საინფორმაციოს უფროსი ნოდარ მელაძე, “არჩევანის” წამყვანი გიორგი გაბუნია, “ნანუკას შოუს ავტორიო და წამყვანი” ნანუკა ჟორჟოლიანი და გადაცემა “აქცენტების” წამყვანი ეკა კვესიტაძე გახდნენ.

“დაიწყო ის დევნა, რომელსაც ისედაც ვფიქრობდით, რომ დაიწყებოდა, უბრალოდ რაღაცნაირად სიმბოლურიც გახდა, ჩემი გაშვებით, რომ დაიწყეს. ვიბრძვი სიტყვის თავისუფლებისთვის და ჟურნალისტებისთვის მთელი ცხოვრებაა და დაიწყეს ბრძოლა ჩემი გაშვებით.

“მე მგონია, რომ შემდეგი სამიზნე აუცილებლად იქნება საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე, ვფიქრობ, რომ ასევე შემდეგი შეიძლება იყოს გიორგი გაბუნია, ნანუკა ჟორჟოლიანი, ეკა კვესიტაძე. მაგრამ მე მგონია, რომ პირველ რიგში მელაძეთი დაიწყება, იმიტომ, რომ თუნდაც მელაძის გაშვება სიგნალი იქნება ბევრი სხვა ჟურნალისტებისთვის, რომლებმაც შეიძლება ნაკლები სიმტკიცე გამოიჩინონ და შესაძლოა დემორალიზებაც გამოიწვიონ.”-განაცხადა მურადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისააპელაციო სასამართლომ 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული მორის მაჩალიკაშვილისა და კიდევ სამი პირის საჩივარი დაუშვებლად ცნო
შემდეგი სტატიაჩემი გაშვება არის სიმბოლური სიგნალი, ისინი თავისუფალ სივრცეში გააგრძელებენ ჟურნალისტებზე ზეწოლას – მურადაშვილი