26 ნოემბერს კონსერვატორიაში გულიკო კარიაულის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი გაიმართება

26 ნოემბერს, 19:00 საათზე კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დამსახურებული და საპატიო პროფესორის გულიკო კარიაულის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი გაიმართება.

საღამოში მონაწილეობას მიიღებენ პედაგოგის მიერ აღზრდილი მსოფლიო ვარსკვლავები, მათ შორის – ნინო სურგულაძე, ქეთევან ქემოკლიძე, მიხეილ შეშაბერიძე, თეონა დვალი და სხვები, ასევე მომავალი თაობა.

გულიკო კარიალური 1975-1982 წლებში იყო თბილისის საოპერო სტუდიის სოლისტი; 1975-1986 წლებში – საქართველოს ფილარმონიის სოლისტი; 1978-1985 წლებში – თბილისის I მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი(ვოკალი); 1982-2000 წლებში – ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებილი ექსპერიმენტული მუსიკალური სკოლის პედაგოგი (ვოკალი);

1987-1988 წლებში გაიარა მოსკოვის კონსერვატორიაში სტაჟირება; 1986 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი (ვოკალი), 2007 წლიდან სრული პროფესორი; 2006 წლიდან ე. მიქელაძის სახელობის მუსიკალური გიმნაზიის პედაგოგი (ვოკალი); 2002-2012 წლებში ატარებდა მასტერკლასებს ქუთაისსა და ბათუმში.

banner
წინა სტატიაში“თიბისი ბანკმა” ავსტრიის განვითარების ბანკთან Oesterreichische Entwicklungsbank AG (OeEB) 30 მლნ დოლარის ოდენობის სესხის ხელშეკრულება გააფორმა
შემდეგი სტატიასტაჟიორებთან შეხვედრა აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტში