24 წლის გარდაცვლილის ოჯახს მართლმადიდებელი ეკლესია წესის აგებაზე უარს ეუბნება – მიზეზი “ბიბლიური თავისუფლების” წევრობაა

ავარიაში დაღუპულ ახალგაზრდას მართლმადიდებელი ეკლესია წესს არ უგებს –
ამის მიზეზად კი შაკო ბარამიძის “ბიბლიური თავისუფლების” მღვდელმთავარობა სახელდება.

წესის აგებაზე უარის გამო 5 ნოემბერს, ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდა ჯერ კიდევ არ დაუკრძალავთ – ოჯახს კიდევ აქვს იმედი, რომ ნახავს მართლმადიდებელ სასულიერო პირს, რომელიც გარდაცვლილს წესს აუგებს.

“ყველა იმ მართლმადიდებლური სასულიერო პირისგან, რომელთაც მათ მიმართეს – უარი მიიღეს, რადგან ეს ადამიანი იყო “ბიბლიური თავისუფლების” წევრი,” – განაცხადა “ბიბლიური თავისუფლების” მთავარმა მღვდელმსახურმა ლევან ჯგერენაიამ.

“ბიბლიური თავისუფლება” “გირჩის” მიერ დაფუძნებული რელიგიური ორგანიზაციაა, რომელიც ნებისმიერ მსურველზე გასცემს მღვდელმსახურის მოწმობას. ორგანიზაცია სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის დასაღწევად შეიქმნა.

banner
წინა სტატიაში66 ათას ლარზე მეტი ღირებულების კონტრაბანდული სასმელი – ფინანსურმა პოლიციამ ერთი პირი დააკავა
შემდეგი სტატიაპოლიციამ არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით მშობელი დააკავა