23% – Edison Research-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვებით, გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს

„რუსთავი 2-ის“ დაკვეთით ამერიკული კომპანია Edison Research-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვებით, გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი – გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს.
კითხვაზე, “დღეს რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას,” პასუხები ალოკაციის გარეშე (გამოკითხულთა სრული ოდენობა) ასე გადანაწილდა:

გრიგოლ ვაშაძე – 23%;

სალომე ზურაბიშვილი – 21%;

დავით ბაქრაძე – 10%;

შალვა ნათელაშვილი – 4%;

არ გადაუწყვეტია, უარი პასუხზე – 31%.

იმის დასადგენად თუ ვის აძლევს ხალხი ხმას, ამერიკულმა ორგანიზაციამ პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე რესპოდენტები მთელი საქართველოს მასშტაბით 15-დან 24 ოქტომბრამდე გამოკითხა.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ბახტაძე : პროექტი „მწვანე პოლიტიკა“ ახალ სიცოცხლეს შემოიტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში
შემდეგი სტატიავაშაძე – 31%, ზურაბიშვილი – 28%, ბაქრაძე – 14% – Edison Research-ის გამოკითხვის შედეგები ალოკაციით