17 აპრილიდან ისრაელში თავშესაფრის მაძიებელთა შესახებ ახალი კანონი ამოქმედდება.
ცვლილებების მიხედვით, თავშესაფრის მოთხოვნის განხილვის ვადები მცირდება. უცხო ქვეყნის მოქალაქეს უარის მიღებისთანავე ქვეყნიდან გააძევებენ (მოქმედი კანონით, ისრაელში 3 წლის განმავლბაში რჩებოდა).
ისრაელში მყოფი ქართველი არალეგალების საკითხზე 10 მაისს საქართველოს და ისრაელის საკონსულოების ერთობლივი კომისია შეიკრიბება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წელს ისრაელისგან თავშესაფარი 3 000-ზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ მოითხოვა.
საქართველოში ისრაელის ელჩის განმარტებით, გამკაცრებული რეგულაციების ამოქმედება მას შემდეგ გადაწყდა, რაც ისრაელმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა.