გაუგებარია, საიდან გავრცელდა ჭორები, თითქოს პრეზიდენტი გვაქეზებს საკონსტიტუციო კომისიის დატოვებისკენ – ბენიძე

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე აპრილი 10, 2017 14:35

გაუგებარია, საიდან გავრცელდა ჭორები, თითქოს პრეზიდენტი გვაქეზებს საკონსტიტუციო კომისიის დატოვებისკენ – ბენიძე

„სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი გაუგებარს უწოდებს პარლამენტის თავმჯოდმარის მიერ დღეს გაჟღერებულ ინფორმაციას და ამბობს, რომ მის ორგანიზაციასთან მსგავსი კონსულტაცია არ ყოფილა- მოულოდნელი და გაუგებარია, საიდან გავრცელდა ჭორები, თითქოს პრეზიდენტი გვაქეზებს საკონსტიტუციო კომისიის დატოვებისკენ, აცხადებს მიხეილ ბენიძე. რაც შეეხება საკონსტიტუციო კომისიის დატოვების შესაძლებლობას, ბენიძე თვლის, რომ ბევრი შენიშვნის მიუხედავად, კომისიის მუშაობაში მათ ჩართულობას ამ ეტაპზე აზრი ჯერ კიდევ აქვს:

„…ჩვენ პრეზიდენტს როდესაც შევხვდით რამდენიმე კვირის წინ, მას მოვუწოდეთ, რომ კარგი იქნებოდა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მისი ჩართულობა, ვინაიდან რიგ საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის, პრეზიდენტის არჩეევის წესთან დაკავშირებით, ვფიქრობთ, რომ ჩვენს პოზიციებს უფრო გაამყარებდა. რაც შეეხება დატოვება/არ დატოვების საკითხს, მე ვფიქრობ, ამ ეტაპზე ჩვენს ჩართულობას საკონსტიტუციო კომისიაში მაინც აქვს აზრი. გარკვეულ საკითხებზე ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ან ნაკლებად პრობლემური ყოფილიყო ჩანაწერები, თუმცა, თუ მეკითხებით, მოგვწონს თუ არა ყველაფერი და პროცესი, ცხადია, ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი შენიშვნა ძალიან ბევრ პრინციპულ საკითხზე – ეს ეხება როგორც პრეზიდენტის არჩევის წესს, ისე მანდატების განაწილების წესს, ბლოკების გაუქმებას, ქორწინების საკითხს და ა.შ.“, – განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პრეზიდენტი არასამთავრობო სექტორსა და პოლიტიკურ პარტიებთან საკონსტიტუციო კომისიის დატოვების თაობაზე კონსულტაციებს მართავს.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე აპრილი 10, 2017 14:35