“საპარლამენტო არჩევნები უნდა ტარდებოდეს პროპორციული სისტემით, თუმცა არა ისე, როგორც ოცნება გვთავაზობს”- აბესაძე

მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს წევრი ირაკლი აბესაძე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ პროპორციული სისტემით უნდა ტარდებოდეს.

,,საარჩევნო სისტემის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, რომ მივიღოთ ისეთი საპარლამენტო საარჩევნო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ამომრჩევლის მიერ გამოხატული ნების და მიცემული ხმების ასახვას საპარლამენტო მანდატების რაოდენობაში. ის, რომ გაუნაწილებელი მანდატები მთლიანად მიეკუთვნებოდეს გამარჯვებულ პარტიას არის მორიგი მცდელობა, რომ ხალხის მხარდაჭერის გარეშე ხელოვნურად შეინარჩუნოს ქართულმა ოცნებამ ხელისუფლება. მანდატები უნდა ნაწილდებოდეს პროპორციულად, პარტიების მიერ მიღებული ხმების რაოდენობის შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა მივიღებთ საპარლამენტო საარჩევნო სისტემას, რომლის შედეგებიც იქნება სამართლიანი და რაც მთავარია ამომრჩევლის ნება იქნება პირდაპირპროპორციულად ასახული პარლამენტში პოლიტკურ ძალებს შორის ძალთა გადანაწილების თვალსაზრისით,’’- განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

banner
წინა სტატიაში2016 წელს ისრაელისგან თავშესაფარი 3 000-ზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ მოითხოვა
შემდეგი სტატიაეკა ბესელია : არ მგონია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე გააკეთებდა განცხადებას, რომელსაც არ აქვს შესაბამისი დასაყრდენი