2012 წელს, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში და 5 თეთრით შევამცირეთ ბუნებრივი აირის ფასი

როგორც ვიცი მარეგულირებელი კომისია მუშაობს ამ მიმართულებით და დაველოდოთ გადაწყვეტილებას, – ეს განცხადება ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა და “ქართული ოცნების “თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ გაზის ტარიფთან დაკავშირებით გააკეთა.

კალაძის განცხადებით გაზის ტარიფის ცვლილება ბოლოს 2007 წელს მოხდა.

“თუ არ ვცდები, გაზის ტარიფი ბოლოს 2007 წელს იყო დადგენილი და მას შემდეგ არ მომხდარა მისი გადახედვა, თუ არ ჩავთვლით 2012 წელს, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში და 5 თეთრით შევამცირეთ ბუნებრივი აირის ფასი”, – განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა მოხდეს სუბსიდირება, კალაძე პასუხობს, რომ მას ამ საკითხზე პასუხი არ აქვს.

“ვერ გეტყვით, ეს შეკითხვა ალბათ ენერგეტიკის მინისტრს უნდა დაუსვათ, თვითონ ფასებს რაც შეეხება, დაველოდოთ მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებას”, -განაცხადა კახა კალაძემ.

სემეკი ბუნებრივი აირის ახალ სამომხმარებლო ტარიფს დღეს დაადგენს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი – ქართულმა დიპლომატიამ რუსულ, ყველაზე ძლიერ, გამოცდილ ძალასთან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
შემდეგი სტატიაყალბი ფულის გასაღებაზე ერთი პირი დააკავეს