“2012 წლის შემდეგ იყო პოზიტიური ტენდენციები, რაც უარყოფითად შეიცვალა”

ეკა გიგაური: მნიშვნელოვანია, რომ სამინისტროებმა გაითვალისწინონ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებები

პრემიერმინისტრმა პარლამენტში მთავრობის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. საპარლამენტო უმცირესობა მომზადებულ ანგარიშს აკრიტიკებს. უმრავლესობაში კი ფიქრობენ, რომ ანგარიში სწორად უსვამს ხაზს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას და მასში 2012 წლის შემდეგ სხვადასხვა მიმართულებით წინსვლა შეინიშნება.

იმას, რომ 2012 წლის არჩევნების შემდეგ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით გარკვეული სახის დადებითი ტენდენციები იყო არასამთავრობო სექტორში ადასტურებენ, თუმცა ამბობენ, რომ ეს ტენდენციები უკვე უარყოფითისკენ შეიცვალა.

ისინი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ, მოსმენებისა და პირადი ინფორმაციის დაუცველობაზე.

“ადამიანების წამებასთან დაკავშირბით შეიძლება ითქვას, რომ გაუმჯობესება არის თუმცა, არის პრობლემებიც. სხვა მიმართულებით კი უსიამოვნო და ცუდ ტენდეციებს ვხედავთ. მათ შორის პირად საიდუმლოებებზეა საუბარი. თუ იყო 2012 წლის შემდეგ გარკვეული მიმართულებით პოზიტიური ტენდენციები დღეს ეს უარყოფითად შეიცვალა,”- აცხადებს ეკა გიგაური.

banner
წინა სტატიაში“ეს ადამიანები სხვაგან ცხოვრობენ,”- გია ცაგარეიშვილი მთავრობის ანგარიშზე საუბრობს
შემდეგი სტატიამინდა პუტინს შევხვდე მას შეუძლია ჩემს ზურგს უკან დამცინოს, როცა კარებს მიიხურავს და იდიოტიც მიწოდოს